• რამდენად უსაფრთხოა საიტის გამოყენება?
geolanguages.ge და targmna.geolanguages.ge იყენებს SSL დაშიფვრას და მის სერვერზე ხდება უსაფრთხო იდენტიფიცირება. თარგმნის გვერდის URL იწყება https://, s - secure (ნიშნავს დაცულს) რაც იძლევა გარანტიას, რომ თქვენ ხართ უსაფრთხო გვერდზე.
HTTPS პროტოკოლი შექმნილია ჰაკერების შეტევების პრევენციისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული თქვენი ანგარიშის მონაცემების ან სხვა სენსიტიური ინფორმაციის მოპოვება.
• ბრჭყალების პრობლემა თარგმნის შემდეგ! '___'
თუ თქვენ, თარგმნის შემდეგ დაგიბრუნდათ ბრჭყალებში ჩასმული სიტყვები ('მსგავსად!')
ეს ნიშნავს იმას რომ თქვენს, მიერ შეყვანილი სიტყვა ან წინადადება არ არის სწორი ან ჩვენს მონაცემთა ბაზებს არ აქვს
ინფორმაცია ამ სიტყვია ან წინადადების თარგმნისთვის.
• რა გავაკეთო, როცა თარგმანი თარგმნის არასწორად?
თუ ფიქრობთ, რომ თარგმანი თარგმნის არასწორად ან რომელიმე სიტყვას ან წინადადებას, თქვენ შეგიძლიათ
შემოგვთავაზოთ თქვენი ჩასწორებული ვერსია! თარგმნის ქვემოთ:
რედაქტირების ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება ველი სადაც შეიყვანთ ტექსტს და გამოაგზავნით, რის შემდეგ
თქვენს მიერ გამოგზავნილ ტექსტს დავამატებთ ჩვენს მონაცემთა ბაზებში.
• რატომ შეიქმნა პროექტი?
მსოფლიოში ქართველურ ენებზე დაახლოებით 6 მილიონამდე ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქე მეტყველებს.
ქართველური ენა (ქართული, მეგრული, ლაზური, და სვანური) წარმოადგენენ საქართველოს ძირძველ ენათა ჯგუფს,
რომლებიც ძირითადად საქართველოშია გავრცელებული.
ქართული ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენაა, შემორჩენილი უძველესი ლიტერატურული ტექსტებითა და
წარწერებით. მეგრული ტექსტებისთვისაც ყოველთვის ქართული ანბანი გამოიყენებოდა, რომელიც,
როგორც გაზეთის და, საერთოდ, პრესის ენა, 1930 წლიდან 1938 წლამდე ფუნქციონირებდა სამეგრელოში;
ამ პერიოდში მეგრული გარკვეული კულტურული ავტონომიით სარგებლობდა. მსგავსი ტრადიცია აფხაზეთის
რეგიონში ლაზურის შემთხვევაშიც ვლინდებოდა, ძირითადად 1927-1937 წლებში; დღეს კი თანამედროვე
ლაზურისთვის ადაპტირებული ლათინური ანბანი გამოიყენება თურქეთში.
თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ჩვენი პროგრამის სტრუქტურა ხელს უწყობს ამ ენების
ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ადგილიდან! ნებისმიერი მოწყობილობაში!